
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ისინი ამ დღესთან დაკავშირებით, რაიონში გამართულ ღონისძიებას დიდი მონდომებით შეუერთდნენ.
მოსწავლეები აღნიშნული დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
ისინი ასევე სხვადასხვა სახალისო აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: