ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა
09-06-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია ჩატარდა.

წლის შემაჯამებელი კონფერენცია პედაგოგმა - მაგდა სახიაშვილმა სკოლის მე-2 კლასში გამართა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

კონფერენციაზე გამართულ აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ნასწავლი ერთმანეთს გაუზიარეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ბავშვებმა თავის ასაკთან შედარებით გამოავლინეს საკმაოდ მაღალი ცოდნის დონე. მადლობა მაგდა მასწავლებელს ნაყოფიერი მუშაობისათვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი კონფერენციები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203