3 ივნისს, VIა კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელ, ელისო ბერძულთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე დავით კლდიაშვილის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმებში, ასევე, დაათვალიერეს ქუთაისში ბაგრატის ტაძარი.
დატვირთული და საინტერესო დღის შემდეგ, მოსწავლეები დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში და საინტერესოდ აღწერეს ექსკურსიისას მიღებული შთაბეჭდილებები.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა, ბავშვები სკოლაში შეძენილ ცოდნას იმტკიცებენ. ექსკურსია სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს.
იხილეთ ფოტოები: