ირემაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი გაიმართა
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებითა და ხალისით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მესამე-მეოთხე კლასკომპლექტის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების - ნახატების, ნაქარგების, ნაქსოვების, თექაზე შესრულებული ნაშრომების გამოფენა-აუქციონი მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ნივთი მრავალფეროვანი და ყურადღებით დამზადებული იყო.
აუქციონში როგორც მშობლები, ასევე სკოლის პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ. შემოსულ თანხას მოსწავლეები და პროექტის ხელმძღვანელი ინგა ხოზრევანიძე სოციალრად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს გადასცემენ.
იხილეთ ფოტოები: