
ყვარლის N2 საჯარო სკოლის VIა კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - თინა ნაზრიშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ყვავილების დღესასწაული“, მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებში კრეატიული და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ესთეტიკური გრძნობის განვითარება.
ღონისძიებაზე ბავშვებმა, ლამაზი თაიგულები ააწყვეს და დღე კიდევ უფრო შემოქმედებითი გახადეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს ჟიურის გამოვლენილ გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: