
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლაში, მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიება წარადგინეს.
სასწავლო წლის დასასრული ახლოვდება, მოსწავლეები კი ღონისძიებებს აწყობენ.
ამჯერად სასკოლო საზოგადოების წინაშე, შთამბეჭდავი სანახაობა მეოთხეკლასელებმა დადგეს, ისინი პირველ მასწავლებელს საზეიმოდ ემშვიდობებიან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის მასწავლებელი სუსანა წარუკიანი იყო.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: