საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის სასიყვარულო ბარათები „აღადგინეს“
09-06-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს გამორჩეულ, საინტერესო და განსხვავებულ აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან. 

სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილები, შემოქმედებითი კუთხით, მრავალმხრივ და საინტერესოდ მიმდინარეობს. მსოფლიო კლასიკოსების შესწავლისას, პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი ორიგინალური მიდგომებით გამოირჩევა.

ამჯერად, მასწავლებელმა მოსწავლეებს გალაკტიონ ტაბიძის სასიყვარულო ბარათები დაამზადებინა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ნინი ქარელიძემ, კესო თორდიამ, ილია წიკლაურმა, სალომე გულისაშვილმა, ელისაბედ ჩხაიძემ, მარიამ მეტრეველმა, ვატო წერეთელმა, ქერაშვილმა, გიორგი ანთიძემ, გიორგი ტალახაძემ, ანასტასია დარსაველიძემ გალაკტიონისა და ოლიას სასიყვარულო წერილები დიდი ინტერესით და ემოციით წაიკითხეს.

„ამის შემდეგ, ჩემს საოცარ ბავშვებს ვთხოვე, განმარტოებულიყვნენ და დაეწერათ სასიყვარულო წერილი ისე, თითქოს გალკი სწერდა ოლიას, ან ოლია გალკს...“,- ამბობს მასწავლებელი და ამაყობს დიდი ენთუზიაზმითა და პროფესიონალურად, დაძველების ეფექტით დამზადებული სასიყვარულო ბარათებით. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203