ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
09-06-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი - მაგული მინდიაშვილი, ჭიათურასა და საჩხერეში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს დიდი ქართველი მწერლის, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში, ასევე, მოინახულეს აკაკის ძიძისეული სახლი და კარ-მიდამო სავანეში. ბავშვები გაეცნენ მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდის ისტორიებს.
მე-4 კლასელები ამ დღეს მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმსაც სტუმრობდნენ არგვეთაში. მოისმინეს მწერლის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები. მათ, ასევე, მოილოცეს ჭიათურის მღვიმევის მონასტერი და მოინახულეს კაცხის სხვეტი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები დადებითი ემოციებით და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან.