
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა ღონისძება დიდი სიხარულითა და მონდომებით გამართეს, ბევრი იმხიარულეს და დასასრულს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პატარები სკოლასა და თანაკლასელებს, მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
„ერთი ლამაზი დღე და ლამაზად დასრულებული პირველი სასწავლო წელი. ვულოცავთ, პირველ კლასს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ბედნიერ მომავალს“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: