ძევრის საჯარო სკოლაში „მისტერ და მის ჰერკულესები“ გამოვლინდნენ
09-06-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო აქტივობები ეწყობა.
ამ ყველაფრით სკოლის გუნდი - დირექტორი და მასწავლებლები, სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანს ხდიან. ეს კი თავისთავად, მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ამჯერად, მოსწავლეების მონაწილეობით, სპორტული აქტივობა გაიმართა, ისინი ერთმანეთს ხელის გადაწევაში შეეჯიბრნენ. ყველამ ღირსეულად იასპარეზა და შესაძლებლობები წარმოაჩინა. დაძაბულ და მხიარულ შეჯიბრში „მისტერ და მის ჰერკულესები“ გამოვლინდნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, 2022-23 სასწავლო წლის ყველაზე ძლიერები - მე-11 კლასელი გიორგი აბჟანდაძე და მე-9 კლასელი თათია აბულაძე გახდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს