ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ, რითაც სწავლა-სწავლების პროცესში მრავალფეროვნება შეაქვთ. ამჯერად, აქტივობები II-IV კლასების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. ფერად და მათზე ბევრად დიდი ზომის ტანსაცმელში გამოწყობილიმა პატარებმა იმღერეს, იცეკვეს, იხალისეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აქტივობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, რაზეც მოსწავლეთა ჩართულობა და მიღებული შთაბეჭდილებები მეტყველებდა.
„სიცილის და მხიარულების დღემ“ ხალისიანად ჩაიარა, თავიანთ ნადიე მასწავლებელთან ერთად. ეს მხიარული განწყობა და ემოციები სახლშიც გაჰყვათ და გადაწყვიტეს, ხშირად მოაწყონ სხვადასხვა სახის სახალისო დღეები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: