
თბილისის N103 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლაში არაერთი სპორტული ღონისძიება ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია 5 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით გამართულ ფრენბურთის ფესტივალი, რომელიც სკოლის სპორტ დარბაზში, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულმა კლასმა ორ-ორი მატჩი გამართა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფინალური ეტაპი დაძაბული და ძალიან საინტერესო გამოდგა, მეშვიდეკლასელებს შორის პირველი ადგილი - VIIა კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს.
ხოლო მერვეკლასელებს შორის - VIIIა კლასმა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფესტივალი მიზნად ისახავდა მოსწავლეების ფიზიკურ აქტივობებში მაქსიმალურ ჩართვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ასევე, მომავალ ასაკობრივ ჯგუფში სასკოლო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეთა შერჩევას.
იხილეთ ფოტოები: