ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლე ლუკა სამხარაძე საგანმანათლებლო პროგრამის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებით წარდგა
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ პროექტში დიდი წარმატებით ერთვებიან. ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ჭიათურის N2 საჯარო სკოლაც მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ჭიათურის N2 სკოლა იმ 93 სკოლას შორისაა, რომელიც პროგრამის პარტნიორ სკოლებს წარმოადგენენ. ამ მიმართულებით პედაგოგი რუსუდან ბურჯანაძე აქტიურად მუშაობს.
ღონისძიებაზე საქართველოს მოსწავლეთა თვითმართველობის ქსელის წარდგენა გაიმართა, ის ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა სამხარაძემ წარადგინა. ამ მისიას მან თავი ღირსეულად გაართვა.
„ლუკა - იმერეთის რეგიონის წარმომადგენელია საქართველოს თვითმმართველობის ქსელის ეროვნულ აღმასრულებელ საბჭოში. შეხვედრის ფარგლებში, ბევრ მონატრებულ კოლეგას და ერთგულ მეგობარს შევხვდით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
ვიდეო