სარგვეშის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ვალერი ჭიპაშვილმა დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი წარმატებით გაიარა
09-06-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

მათ შორისაა პედაგოგი ვალერი ჭიპაშვილი, რომელმაც წარმატებით დაძლია 2023 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი.

კოლეგები მას კონკურსის წარმატებით გავლას ულოცავენ. 

„ჩვენი სკოლის გამორჩეულ, სამაგალითო და უნიჭიერეს პედაგოგს - ვალერი ჭიპაშვილის ვულოცავთ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველის სერტიფიკატის მოპოვებას. ვუსურვებთ, კიდევ უამრავ წინსვლას ცხოვრებაში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203