ალერტკარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ თინათინ ლაგვილავას ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი წარმოდგენა გამართეს
09-06-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლას პროფესიონალი, შედეგზე ორიენტირებული და კრეატული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებით ამრავალფეროვნებენ. 

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავაა. ამჯერად, მისი ხელმძღვანელობით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო წარმოდგენა გამართეს. მისი თემა „პანტომიმა“ - „სიკეთე“ იყო. 

მოსწალეებმა აზრები და გრძნობები ჟესტებით, მიმიკით გადმოსცეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

„სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა თავისი დაუღალავი შრომით ძალიან ხშირად გვანებივრებს თავისი წარმატებებით სკოლაში თუ სკოლის გარეთ. მისი ნებისმიერი გაკვეთილი წარმოდგენის ტოლფასია, რადგან ის მუსიკის მაწავლებელია და თავისი შრომის შედეგი როგორც ვიზუალურად, ასევე მუსიკალურად და მოსწავლეების ნამღერით თუ ნაგალობევებით, შთამბეჭდავია. მინდა, გაგიზიაროთ მისი მისი ერთ-ერთი მიმდინარე გაკვეთილი თემაზე - „პანტომიმა" -  „სიკეთე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203