
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა - ინგა ბერაძემ დირექტორობის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.
ინგა ბერაძემ წარმატებით დაძლია 2023 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვა დირექტორობის უფლება. სკოლაში დირექტორის წარმატება ახარებთ. სკოლის თანამშრომლები ხელმძღვანელს სერტიფიცირებას ულოცავენ.
„სარგვეშის საჯარო სკოლის პედაგოგები მთელი გულით ვულოცავთ, ჩვენს ნიჭიერ, გულისხმიერ და საუკეთესო დირექტორს, დირექტორობის სერტიფიკატის მოპოვებას. უამრავ წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში, გისურვებთ, დიდხანს იყოთ თითოეული ჩვენგანის გვერდით და სკოლის სათავეში, ჩვენს საიმედოდ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.