„ძველი ნივთების ახალი დანიშნულება“ - გურკელის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
09-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ძველი ნივთების ახალი დანიშნულება“ განხორციელდა.

მოსწავლეებმა, პროექტის ფარლგებში, ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე და დანიშნულება დაუბრუნეს.

„ბავშვებმა, მეორადი ნივთებით, ახალი მნიშვნელობით ნივთები დაამზადეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა, ამ აქტივობით, ახალი რესურსების გამოყენების შემცირებას შეუწყეს ხელი.

მათ კლასში თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს  ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203