„მხიარული ბავშვობა - მომავალი ჩვენია!“- ნაბახტევის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
09-06-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები„ დევიზით - „მხიარული ბავშვობა-მომავალი ჩვენია!“.

მასში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მონაწილეები ორ გუნდად გადანაწილდნენ და სხვადასხვა თამაშში მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, შეჯიბრმა ხალისიანად ჩაიარა .I ადგილზე გუნდი - „ლომები”, ხოლო lI ადგილზე გუნდი - „მგლები“ გავიდა.

„მხიარული სტარტების“ ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცა. აქტივობის ორგანიზატორები მაია რიჟამაძე, ეკატერინე თედეშვილი, ელზა მაისურაძე, მერი ლობჟანიძე და ნიკოლოზ ფაფაკერაშვილი იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203