თბილისის N174 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ხატია ლომსაძემ ჭადრაკის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა
09-06-2023
თბილისის N174 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, მე-4ვ კლასის მოსწავლე ხატია ლომსაძემ ჭადრაკში 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით, მეხუთე და მეოთხე თანრიგები ბრწყინვალედ დაძლია და ასევე, წარმატებით ასპარეზობს მესამე კატეგორიაზე.
მან 3-4 ივნისს გამართულ ჩემპიონატში, რომელიც საჭადრაკო აკადემია „ოლიმპიურ ჩემპიონში“ გაიმართა, გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტულის და თასის მფლობელი გახდა.
სკოლაში მისი მიღწევით ძალიან ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.