ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება 
09-06-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა, საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე იმუშავეს და ბუნებაში კომპლექსური დავალების პრეზენტაციები გამართეს. 

დავალების თემა იყო-  სამშობლო, საკითხი კი - გუგული ტოგონიძის მოთხრობის - „იამ რა უთხრა ვარდსაო“, შინაარსის გადმოცემა პერსონაჟის პოზიციიდან გაფართოებული ხედვის კუთხით. 

აღსანიშნავია, რომ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მშობლიური სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს და დიდ სამამულო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბავშვებმა, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ზეციხის წმ. გიორგის სახ. ტაძარი მოილოცეს, ტაძრის გადმოსახედიდან სოფლის ბუნების ლამაზი ხედები დაათვალიერეს და მთასვლელ ჯაფარიძეთა სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან შთამბეჭდავი და ემოციებით დატვირთული ღონისძიება გამოვიდა, მოსწავლეებმა, საინტერესოდ წარადგინეს პრეზენტაციები და დასმულ კითხვებს გააზრებულად უპასუხეს.

„ვფიქრობ ასეთი აქტივობები საინტერესო შედეგად აისახება ჩემი პატარების ცნობიერებაში. მადლობა მათ, მადლობა მშობლებსა და კოლეგებს გვერდში დგომისა და თანამშრომლობისათვის, კვლავაც უამრავ წარმატებას და ფერად დღეებს გისურვებთ ჩემო პატარებო“, - აღნიშნავს საგნის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203