„ადიქცია“ - ჩაისუბნის N2 სკოლის X კლასის მოსწავლეთა კლასის საათი მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებაზე დისკუსიას დაეთმო
09-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ პროექტები იმართება. 

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, ფარგლებში X კლასში კლასის საათი - „ადიქცია“ (აზარტული თამაშები, ნარკოტიკი, ალკოჰოლი), ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ინფორმაციია მოიძიეს, გამოკითხვა ჩაატარეს და პრეზენტაციები მოამზადეს. გარდა ამისა, მათ მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებაზე დისკუსია გამართეს. მოსწავლეებმა აზრი დააფიქსირეს, ცნობიერება აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

კლასის საათს დამრიგებელი მილედი კობალაძე უძღვებოდა. 

„მოსწავლეებმა, მათ ირგვლივ, თანატოლებში არსებულ მდგომარეობასაც არ აუარეს გვერდი. მავნე ჩვევების შედეგად გამომდინარე რისკ-ფაქტორები აღნიშნეს, რომლებიც საფრთხეს უქმნის კაცობრიობას და განსაკუთრებით, მოზარდებს. დაისახა გზები მის აღმოსაფხვრელად: სპორტული თუ შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვა განხორციელება, ჯანსაღი კვების რუტინა, თავისუფალ დროს ბუნებაში სუფთა ჰაერზე გასვლა-სეირნობა“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203