ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს  
09-06-2023

ჭიათურის მინიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, წარმტაცი სანახაობა წარმოადგინეს - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, თავი წარმოაჩინეს სიტყვით გამოსვლაში. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

ბედნიერი დასვენების მოლოდინით, ერთმანეთს მომავალ სასწავლო წლამდე, დიდი სიყვარულით  დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203