„მიფრინავს დრო, სადღაც ბავშვობა მიჰყვება“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება
09-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში მე-4ბ კლასის არაჩვეულებრივი დასკვნითი გამოსაშვები ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება - „მიფრინავს დრო, სადღაც ბავშვობა მიჰყვება“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დამრიგებელ ირმა გურეშიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ.
საზეიმოდ გამოწყობილმა მეოთხეკლასელებმა სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ბავშვებმა საოცარი მონდომებითა და სიწრფელით წარმოაჩინეს შესაძლებლობები. მშობელთა ჩართულობით, დამრიგებლის ორგანიზებული ღონისძიება, შთამბეჭდავი სანახავი იყო და სტუმრების მოწონებაც დაიმსახურა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს