
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტის - „ფიზიკა- ჩვენთვის“, ახალი მეცნიერების პრეზენტაცია ჩატარდა.
პროექტის ავტორი ფიზიკა- მათემატიკის პედაგოგი –მერი თორთლაძე გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციაში თავმოყრილი იყო მე-7 კლასის ფიზიკის პროგრამაში შესული გამორჩეული აღმოჩენები და მათი ავტორები.
მოსწავლეებმა ამის მიხედვით, საინფორმაციო დაფა შექმნეს, სადაც ფიზიკოსების ფოტოსურათები და მათ შესახებ მოკლე ისტორიები განათავსეს.
მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოამჟღავნეს ფიზიკის ცოდნა სხვადასხვა ცხოვრებისეული ფაქტის მიხედვით.
მათ, ასევე გამოფენა მოაწყეს, სადაც წარმადგინეს მათი ხელით დამზადებული სხვადასხვა ნამუშევარი.
მათ პროექტის ფარგლებში, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: