მიქავას თემის N2 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები ღონისძიებით გააცილეს
09-06-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს და წარმატებები უსურვეს.

მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათში სიხარული და სევდა ერთობლივად აღძრა.

მოსწავლეებმა „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე ასევე პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

ღონისძიებაზე მათ იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგებისთვის.

მასწავლებლებმა და დირექციამ ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203