„ანბანთქება“ - პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო ღონისძიება
09-06-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
მათი მონაწილეობით სკოლაში ღონისძიება - „ანბანთქება“ ჩატარდა.
ბავშვებმა ღონისძიებაზე საინტერესო სანახაობა წარადგინეს - ნასწავლი შეაჯამეს, იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს