
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. ეს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც ძალიან ემოციური მოვლენაა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ ჩატარდა, რომელიც ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
ღონისძიების ხელმძღვანელი - პედაგოგი, შორენა ლომაძე გახლდათ.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სამშობლოს თემაზე, ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ამავე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.
მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ჯანმრთელობა, წარმატება უსურვეს.
დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: