„გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა 
09-06-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასკოლო პროექტის - „გარემო და ჩვენ“, ფარგლებში საინტერესო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში - „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით მოეწყო, მე-8 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

• რა არის მდგრადი განვითარება?;
• რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?;
• რა მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნებს?;
• რა გზები და საშუალებებია საჭირო მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად?;
• რა სახის ბუნებრივი რესურსები არსებობს?;
• რატომ უნდა გამოვიყენოთ განახლებადი ბუნებრივი რესურსები?;
• რატომაა საჭირო და აუცილებელი ბუნებრივი რესურსების დაცვა და მათი რაციონალური გამოყენება?;
• რა საფრთხეებს ქმნის ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოპოვება?.

კონფერენცია საინტერესო, პროდუქტიული და შემეცნებითი აღმოჩნდა, ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობა გაიაზრეს და ეკოცნობიერება უფრო აიმაღლეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203