ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ 
09-06-2023

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ტრადიციულ სამეცნიერო პიკნიკს შეუერთდნენ.

ღონისძიებაში, VI და VI კლასის მოსწავლეები დამრიგებლების: ფიქრია სილაგაძე და მარიამ რობაქიძე ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში (პავილიონებში) ჩატარდა საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები.

ასევე გაიმართა საინტერესო მასტერკლასები და სახალისო კონკურსები.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, მასში დიდი მონდომებითა და მოტივაციით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203