ქუთაისის N16 სკოლის მეათეკლასელები ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სიღრმისეულად გაეცნენ
09-06-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მეათეკლასელებისთვის შემეცნებითი და საინტერესო ექსკურსია მოეწყო.

ექსკურსიის ფარგლებში, მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს:  გელათის, მოწამეთას და ბაგრატის ტაძრის სიძველეებს, თვალს ადევნებენ თითოეული სიწმინდის რესტავრაციის შედეგებს.

მოსწავლეებისთვის ექსკურსია პროდუქტიული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ისინი აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

„კულტურული მემკვიდრეობა ეს არის საზოგადოების ხელშესახები და არამატერიალური მემკვიდრეობა, რომელიც ანდერძით იქნა შენახული და შემდგომი თაობებისთვის გადაცემული. იგი მოიცავს რწმენას, ცოდნას, მხატვრულ გამოხატულებებს, ნორმებსა და ღირებულებებს, სოციალურ პრაქტიკას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს, ადგილებს, საგნებს და კულტურის ნებისმიერ სხვა გამოხატვას.

კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით გამოიხატება და წარმოდგენილია ხალხის ფორმირებისა და ცხოვრების ისტორიული პროცესი, რადგან ეს არის მისთვის დამახასიათებელი ელემენტების ხილული და მატერიალური სინთეზი...

ხელოვნების პროექტი დასასრულს მიუახლოვდა, მადლობა განათლების სამინისტროს ასეთი ინოვაციური და მომავალი თაობისთვის სასარგებლო აქტივობის შემოთავაზებისათვის“, - აღნიშნავს აქტივობის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203