„ბლიც 2023“- ძველი ანაგის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
09-06-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „ბლიც 2023“,  ჩატარდა. მის ფარგლებში, მე- 2 კლასის მოსწავლეებმა მიწვეული სტუმრების წინაშე თავი მაღალი აკადემიური მზაობითა და მხატვრული შემოქმედებით მოიწონეს. მოსწავლეები აქტივობაში კლასის დამრიგებლის - მაია მილაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები დირექციის და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აქტივობამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203