კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება 
09-06-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.

შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.  

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა, პედაგოგ თამუნა ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, ღია ცის ქვეშ საინტერესო ღონისძიება მოაწყვეს.

მოსწავლეებმა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. აღნიშნულ დღეს ისინი ასევე სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მე ქართველი ვარ! - გული აძგერდა, სამყაროს გასცდა ძახილი მისი, მე ქართველი ვარ და არ მჭირდება, სიტყვა, მიწა თუ სამშობლო სხვისი! მე ქართველი ვარ! - გული აძგერდა, სამყაროს გასცდა ძახილი მისი, მე ქართველი ვარ და არ მჭირდება, სიტყვა, მიწა თუ სამშობლო სხვისი!  ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ“, -  აღნიშნული სიტყვები გაჟღერდა ღონისძიებაზე.

მოსწავლეთათვის დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

„გილოცავთ ჩემო პატარებო, მშვიდობიან და გაბრწყინებულ საქართველოში გეცხოვროთ“ , - ამბობს პედაგოგი სოფიკო აბესაძე.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203