მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში აპრილის თვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღნიშნეს
04-05-2018
მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს უყურადღებოდ არ ტოვებენ. სკოლაში 9 და 14 აპრილი ღონისძიებით აღნიშნეს. 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება მოსწავლეებმა სკოლაში არსებულ 9 აპრილის სტენდთან მოაწყვეს და 1989 წლის მოვლენებზე ისაუბრეს.
დედა ენის დღესთან დაკავშირებით კი ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის მნიშვნელობის შესახებ მცირე პრეზენტაცია წარმოუდგინეს.
ღონისძიებები სკოლის მასწავლებლის რუსიკო ოთხოზორიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს