„ატომის აღნაგობა“- ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო შემაჯამებელი დავალება
ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო არის შექმნილი, რაც ყოველი აქტივობითა და ღონისძიებით მტკიცდება.
პროფესიონალი პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვანეზე აქტიურად ზრუნავენ. ამჯერად, ქიმიაში, მასწავლებელ ზეინაბ გობაძის ხელმძღვანელობით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელი დავალება - „ატომის აღნაგობა“, შეასრულეს.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ატომთა მოდელები შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„როცა მოსწავლეები შენზე ნაკლები ენთუზიაზმით არ ეკიდებიან საქმეს, როგორ არ უნდა იყო მასწავლებელი ბედნიერი?!
შესანიშნავად გაართვა თავი მერვე კლასმა შემაჯამებელ დავალებას. გამოავლინეს მაღალი შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები“,- წერს პედაგოგი ზეინაბ გობაძე.
იხილეთ ფოტოები: