ლეღვანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მკითხველთა კლუბის კურატორობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ 
08-06-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები განითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ. 

ისინი სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან. ამჯერად, საბაზისო განათლების პროექტში - „მკითხველთა კლუბის“ კურატორობისთვის მასწავლებლებმა - ეკატერინე ფერაძემ, სოფიო ცისკაძემ, თეა შარიქაძემ და ნათია ხიჯაკაძემ სერტიფიკატები დაიმსახურეს.

მათი მიღწევით სკოლაში ამაყობენ და ულოცავენ. 

ვულოცავთ მასწავლებლებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. მადლობა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ კიდევ არა ერთი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203