
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა სპორტული აქტივობა და შეჯიბრი იმართება.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს სასკოლო ლიგის შიდასასკოლო თამაშები „მხიარულ სტარტებში“ გოგონებსა და ვაჟებს ვაჟებს შორის ჩატარდა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეჯიბრის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, საქართველოს სასკოლო ლიგის შიდასასკოლო თამაშები აქტიურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: