ქვაციხის საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდასასკოლო თამაშები გაიმართა
08-06-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა შემეცნებითი თუ სპორტული აქტივობა ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში საქართველოს სასკოლო ლიგის შიდასასკოლო თამაშები ფრენბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს.

ღონისძიებას პედაგოგი დავით მინაძე ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, საქართველოს სასკოლო ლიგის შიდასასკოლო თამაშები აქტიურად მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203