
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით, მე-7 ა და მე-7 ბ კლასებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა - „თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა სიჩქარის ფორმულების გამოყენებით მძლეოსნობაში“ გახლდათ.
გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნინო კაკულია, ნინო ფარცვანია, ნაირა ფარცვანია, შორენა გუგუშვილი და რუსლან დარსანია.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და სპორტული უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით ინტერესითა და ხალიისთ მონაწილეობდნენ.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
მოცემული ვიდეორგოლის ავტორი - მარიამ ჯღამაია გახლავთ.