ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
08-06-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIბ კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი - მაკა სოფრომაძე, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარტვილის კანიონი, დადიანების საზაფხულო და ზამთრის რეზიდენციები.
მე-6 კლასელებმა ამავე დღეს ახალი ქალაქი „ანაკლია“ მოინახულეს.
მაკა სოფრომაძის მოწაფეებისთვის საგანმანათლებლო ტური შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. ბავშვებმა დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან.