ბათუმის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები უნივერსიტეტს ესტუმრნენ
08-06-2023

ბათუმის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.

ბსუ-ს რექტორის მოადგილემ - თამარ სირაძემ სკოლის მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური პროექტები გააცნო.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შემსწავლელი ლაბორატორიები, სასამართლო საიმიტაციო დარბაზი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერეს.

ისინი ასევე სხვადასხვა ექსპერიმენტსა და ცდაში მონაწილეობდნენ, სადაც საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203