ხაშურის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები მუსიკალურ ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-06-2023

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ბავშვები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ღონისძიებასა და კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის გოგონები, რომელთა ხელმძღვანელები ეკატერინე ზაზიკაშვილი, თეა ლომიძე და მუსიკის მასწავლებელი მანანა ფხიკიძე გახლავთ, საბავშვო-სასკოლო მუსიკალურ-გასართობ წარმოდგენაში - „ყვავილების ფესტივალი-2023“ აქტიურად მონაწილეობდნენ.

წარმოდგენა ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის ორგანიზებული იყო.

მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს, შემოქმედებითი ნიჭი, უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მეორეკლასელები ნომინაციაში „საქართველოს ყვავილები“ დაჯილდოვდნენ და დიპლომები დაიმსახურეს.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203