საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
08-06-2023
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება. 

შესაბამისად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზეიმო, პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს დღე არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე, მისი დაარსების ისტორიას გაეცნენ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

ღონისძიება ისტორიის მასწავლებლის, ინდირა სიჭინავას ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდ მონდომებით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაშო გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა, მოსწავლეები გამოვიდნენ სიტყვით, საქართველოს მიუძღვნეს თემატური ლექსები, ასე სიმღერები და საცეკვაო ნომრები წარადგინეს. 

აღსანიშავია, რომ მასწავლებლებმა, მხატვრულად  წაიკითხეს ლექსები, რაც მეტად ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა  მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203