
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასს მხოლოდ ერთი მოსწავლე ასრულებს.
სასწავლო წლის დამთავრებასთან ერთად, მოსწავლე პირველ დამრიგებელს ემშვიდობება.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლის დახმარებით სასიამოვნო, ფერადი ემოციებით დატვირთული საღამო - „ვემშვიდობები ჩემს პირველ მასწავლებელს“, მოეწყო.
ღონისძიებაზე ერთმანეთს ლექსები, ცეკვები და სიმღერები ენაცვლებოდა.
ღონისძიებაზე მოსწავლე და პედაგოგები მადლობის სიტყვებით წარდგნენ, სასკოლო ცხოვრების 4 წელი და ტკბილი მოგონებები გაიხსენეს და განსხვავებული ინტერპრეტირებით „წითელქუდა“, გაითამაშეს.
მეოთხე კლასის მასწავლებელი მედეია შეყილაძე თავის მოსწავლეს თბილი სიტყვებით დაემშვიდობა:
„ჩემო კარგო... იარე წინ წარმატებისკენ სიკეთისა და სიყვარულის გზაზე. გახსოვდეს მე მუდამ მეყვარები“, - აღნიშნავს პედაგოგი.
ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდა ლექსი:
„სულ მინდა გულში კოცონად მენთო,
შენთან სიმშვიდის ფერებს ვბარდები,
ჩემგან რაც მეტად იყავი კარგო
შენ კიდევ უფრო დაგიმეგობრდი"
იხილეთ ფოტოები: