ბათუმის N13 საჯარო სკოლა, დირექტორის გელა სირაძის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.სკოლა აქტიურად არის ჩართული „ეტალონის“ მიმდინარე პროექტებში, მათ შორის აღსანიშნავია
izrune.ge. სკოლა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ივნისში დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობს.
სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ სკოლას საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის -
Izrune.ge - ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ესტუმრა. სკოლაში საპატიო სტუმარს სიხარულით დახვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი გელა სირაძე, სასწავლო ნაწილი ნატალია კეჭეხმაძე და პედაგოგები.
„ეტალონის“ პროექტების ავტორმა სასკოლო საზოგადოებას
izrune.ge-ს სიახლეები და გეგმები გააცნო და განათლებული თაობის აღზრდის საქმეში პორტალის როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
იხილეთ ფოტოები: