ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით, საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა იმერეთი, კერძოდ, სამი გამორჩეული ადგილი - დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი, პრომეთეს მღვიმე და ბაგრატის ტაძარი მოინახულეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღის მოწყობის მთავარი მოტივი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელშიც არაჩვეულებრივად ერწყმოდა ერთმანეთს მწერლის შემოქმედება, მოღვაწეობის არეალი და ამ კუთხის ღირსშესანიშნავი/ისტორიული გარემო, რომელმაც დავით კლდიაშვილის გენიალურობა განაპირობა.
მოსწავლეებმა, მოისმინეს ისტორიები გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებიდან და გაიაზრეს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა, მწერლის შემოქმედებაში.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკული თვალსაჩინოებებით გამდიდრებამ, მეტი დეტალის გაცნობამ და ემოციური კავშირების დამყარებამ, შესწავლილის მეხსიერებაში საფუძვლიანად დარჩენის შესაძლებლობა გაზარდა.
„ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ამ სასიამოვნო პროცესში იღებდა მონაწილეობას“, - აღნიშნავენ სკოლაში
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: