ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ვარიანსა და საგურამოს ესტუმრნენ
08-06-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ვარიანსა და საგურამოში.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს დიდი ქართველი მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ვარიანში, ინტერესით შეიმეცნეს მწერლის ცხოვრება და შემოქმედება. აგრეთვე, მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში და გაეცვნენ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
მოსწავლეებმა მაღალმხატვრულად წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსები და ბრძნული გამონათქვამები.
მათ, ასევე, მოინახულეს სვეტიცხოველი და სამთავისი. მოსწავლეები უკან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.