
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მეათე კლასში საჩვენებელი, ღია გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „მსოფლიოს ჩანჩქერები“.
ღია გაკვეთილი 29 მაისს, გეოგრაფიის პედაგოგმა- გალია ირიციანმა წარმართა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა, საკლასო ოთახში მრავალფეროვანი და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მოსწავლეები მსოფლიოში არსებულ ჩანჩქერებს გაეცნენ, მათთვის უცნობი და ახალი ისტორიები წაიკითხეს და ამ კუთხით ცოდნა აიმაღლეს.
იხილეთ ფოტოები: