მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხიარული თავგადასავალი
08-06-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად, სხვადასხვა სახის მხიარულ თავგადასავალში მონაწილეობდნენ.

პატარებმა ბევრი იხალისეს და გემრიელი ნუგბარიც დაიმსახურეს.

ბავშვებმა სასწავლო სივრცე ფერადი ბუშტებით მორთეს, ასფალტი მრავალფეროვნად მოხატეს, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობები მოაწყვეს და ეს დღე ერთმანეთს გაულამაზეს.

„საქართველოს და მსოფლიოს პატარებს, ფერად, ნათელ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203