თბილისის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშვრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
08-06-2023

თბილისის N21 საჯარო სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ.

ბავშვებმა, სპონტანურად, თავიანთი სურვილით ფერადოვანი ნახატები შექმნეს, ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს და გამოფენაზე წარადგინეს.

მოსწავლეთა პედაგოგი მათი ჰუმანურობითა და მოტივაციით ამაყობს და ამბობს, რომ ყველამ უნდა იცოდეს რა მაგარი მოსწავლეები ჰყავს.

„არანაირი ქველმოქმედების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ დღეს ისე გამახარეს ჩემებმა, რომ მინდა ყველამ იცოდეს, რა მაგარი ბავშვები მყავს/გვყავს!

ბავშვებს (თან ასეთ პატარებს) რომ თანასკოლელის მიმართ, და ზოგადადაც, სიყვარულისა და თანადგომის უნარი გამომუშავებული და გააზრებული აქვთ, ეს მთავარი მონაპოვარი მგონია, ჩვენი, ყველასი ერთად!“, - აღნიშნა პედაგოგმა ნიკო გზირიშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203