ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სახალისო აქტივობები
08-06-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

მოსწავლეთა მონაწილეობით, ღია ცის ქვეშ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო, რომლის ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნინო ობოლაძე გახლდათ.

მათ გარემო, სადაც ღონისძიება მოეწყო ბუშტებით მორთეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

ბავშვებმა, ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღნიშნულ დღეს გამართულ აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ბავშვებს განსაკუთრებულად მიულოცეს ასევე პედაგოგებმა: მირანდა გიორგაძემ და რამაზი გიორგაძემ.

მათ მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს და დღე გაულამაზეს.

მოსწავლეებმა კედლები ფერადი ცარცებით მოხატეს და სახალისო აქტივობებში მონდომებით ჩერთნენ.

„ბავშვები ჩვენი სიცოცხლის ყვავილები არიან! ლაღი და ბედნიერი ბავშვობა ჩვენს მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203